ადამი ადოლფ შარლ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:29, 19 მაისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ადამი ადოლფ შარლ - (ფრ. Adolphe Charles Adam 1803-1856) ფრანგი კომპოზიტორი. ა. ბუალდიეს მოწაფე.
მან მიიღო რომის პრემია (1825, დაამკვიდრა რომანტიკული მიმდინარეობა ფრანგულ ბალეტში: „ჟიზელი, ანუ ვილისები“ (1841), „კორსარი“ (1856. ორივე პარიზში) და სხვ. ავტორია 40-ზე მეტი ოპერისა, რომელთა შორისაა ფოსტალიონი ლონჟიუმოდან“ (1836, პარიზი). 1839-40 ცხოვრობდა პეტერბურგში, სადაც დაწერა ბალეტი „მეკობრე“. 1849-იდან პარიზის კონსერვატორიის პროფესორი იყო.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")