თასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:50, 22 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თასი – ფიალა. არის დაბალქუსლიანიც და უქუსლოც. იგი აუცილებელი სარიტუალო ჭურჭელია საქართველოს მთიანეთის ხატ-სალოცავებისა. ამ წმინდა სასმისით ხატის ყმები წმინდა სასმელს ეზიარებიან. იგი ითვლება სალოცავის სიმბოლოდ. ასეთი თასის ყველაზე ძვირფასი სარიტუალო ჭურჭელია სახუცო კოჭობი. წესად იყო მიღებული ხატებისათვის თასების შეწირვის ჩვეულება.
ლიტერატურა
ქელ. 2009.
