ლემზირ გიმ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:59, 9 აგვისტო 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლემზირ გიმ - (სვან.), სარიტუალო პური, ე.წ. მიწის კვერი. აცხობდნენ ქალები ახალ წელს წმინდა მარიამის (ლამარია) სახელზე. მამაკაცებისა და გარეშე პირთათვის აკრძალული იყო არა მარტო მისი ჭამა, არამედ დანახვაც კი. აღნიშნული ლემზირი ყველიანი იყო. ამავე დღეს, ცხვებოდა მარილიანი დანიგვზიანი კვერები ე.წ. „ზენახ ლემზირები“.