ბუნდახიშნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:36, 28 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბუნდახიშნი – (ირან.) „პირველშესაქმე“, ირანული (საშუალო სპარსული) წიგნი, სადაც გადმოცემულია სამყაროს შექმნისა და მოწყობის, მთების, მდინარეთა, ცხოველთა, მცენარეთა და სხვა არსებათა და მოვლენათა წარმოშობის მითები.
ბუნდახიშნი მოგვითხრობს მითოლოგიურ ადამიანებზე და ზეციურ არსებებზე, ქვეყნის დასასრულზე და განკითხვის დღეზე.