არიოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არიოზი ანუ არიოსი - არიოზი იყო ალექსანდრიელი ხუცესი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ქრისტე არ არის მამის თანაარსი, არამედ მხოლოდ მსგავსია. იგი უარყოფდა ყოვლადწმიდა მარიამის ღვთისმშობლობას და ამბობდა, რომ ქრისტე არის უფლის პირველი ქმნილება, რომლის მიერ შეიქმნა სხვა ქმნილებები. ამით იგი ანადგურებდა მოძღვრებას სამებისა და უფლის განკაცების საიდუმლოების შესახებ.

ეს ერესი არიოსთან ერთად დაიგმო ნიკეის I მსოფლიო კრებაზე 325 წელს. ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრებამ უარყო არიოზის იდეები და საზეიმოდ გამოაცხადა, რომ იესო არის ძე ღმრთისა, თანაარსი მამისა და „მრწამსმაც“ საბოლოოდ აღიარა, რომ იესო ქრისტე არის „ღმერთი ღმერთისაგან, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი.“ არიოზი და მისი მომხრეები საბოლოოდ დამარცხდნენ ისეთი დიდი მამების მეოხებით, როგორებიცაა ათანასე ალექსანდრიელი, გრიგოლ ნაზიანზელი, გრიგოლ ნოსელი და ბასილი დიდი.



წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები