ეკუმენიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკუმენიზმი - (ეტიმ. ბერძნ. oikouméne(ghe) „დასახლებული (მიწა)“ ყველა კონფესიის მორწმუნეთა ერთიანობა.

თანამედროვე ეკუმენიზმი 1910 წელს, ედინბურგის პროტესტანტულ წრეებში აღმოცენდა. ეკუმენიზმს თანამედროვე მართლმადიდებლები ყველაზე დიდ ერესს უწოდებენ. კათოლიკე ეკლესიის მხრიდან ეკუმენური მოძრაობის მიღება ფრთხილი მიდგომით გამორჩეული ხანგრძლივი პროცესი იყო. ვატიკანის II კრების შემდეგ, რომელმაც დაამტკიცა ეკუმენიზმის შესახებ დეკრეტი Unitatis redintegratio, თავშეკავებული დამოკიდებულება წარსულს ჩაბარდა და ეკუმენური მოძრაობა უფრო განმტკიცდა, რასაც 1960 წელს დაარსებული ქრისტიანთა ერთიანობის სამდივნოს საქმიანობამაც შეუწყო ხელი. სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიათა შორის დიალოგისა და შეხვედრების ხელშეწყობის გარდა, ეკუმენური მოძრაობა ერთიანობისთვისაც ლოცულობს. ამ მიზნით ყოველწლიურად, 18-25 იანვარს „ქრისტიანული ერთიანობისთვის ლოცვის კვირეული“ იმართება.

ეს კვირეული 18-25 იანვარს ტარდება და არის ერთობლივი ძიების, იესო ქრისტესადმი მორჩილებისა და ერთიანობის გზაზე არსებული დაბრკოლებების გადალახვის სურვილის გამოხატულება. კვირეულის მოწყობის იდეა ეკუთვნის ანგლიკან მღვდელს, პოლ ჯ. ფრენსის უოტსონს (†1940), რომელმაც 1909 წელს მის მიერ დაარსებულ საკრებულოსთან ერთად კათოლიკეობა მიიღო. ჯერ კიდევ 1908 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ანგლიკანთა და რომაული წესის კათოლიკეთა ცალკეული ჯგუფები ერთობლივი ლოცვის პირველ კვირეულზე შეიკრიბნენ, რომელიც შემდგომ ათწლეულებში მრავალ ქრისტიანულ ეკლესიაში აღინიშნა. ინიციატივას პაპებმა დაუჭირეს მხარი, პირველი მათ შორის იყო პიუს X (1903-1914). 1846 წელს ლოცვის კვირეული (იანვრის პირველ კვირას) ევანგელიკურმა ალიანსმა ჩაატარა. ტერიტორიული ევანგელისტური ეკლესიები და გერმანიის თავისუფალი ეკლესიები ლოცვის კვირეულს სული წმიდის გადმოსვლის კვირას აღნიშნავენ.



წყარო

  1. ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  2. პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები