აყ ბიიჩე
აყ ბიჲჩე (ბალყ.-ყარაჩ. Акъ бийче – „თეთრი ქალბატონი“) – ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის პერსონაჟი. თქმულებებში ამ სახელს რამდენიმე გმირი ქალი ატარებს:
ა) ჯადოქარი, რომელიც თეთრი მარალის (ირმის ციმბირული სახეობა) სახეს იღებს; მასზე მონადირე ნართი ჲორჲუზმექი ხვდება ციხე-სიმაგრეში, სადაც აყ ბიჲჩე გოლიათ ქმართან ერთად ცხოვრობს; ეს უკანასკნელი თავისი ჯადოსნური ქეჩის მათრახის დარტყმით ნართ გმირს მონადირე ძაღლად აქცევს; ბ) ციხე-სიმაგრეში მცხოვრები ვინმე მპყრობელი ქალბატონი, რომელსაც ბჲოდენი კლავს, ეპატრონება აყ ბიჲჩეს სახლ-კარს და მის მონა-ქალზე ქორწინდება; გ) ნართი თაუასის დედა; ვაჟი უჩნდება ანგელოზისგან (салымчы), რომელიც მას მტრედის სახით მოევლინა; არის ნართი სოსურუყის დედობილი და აღმზრდელი (ცვლის სათანაჲს).
ლიტერატურა
- Нарты. Героический эпос балкарцев и карачаевцев. М., 1994;
- Джуртубаев М. Ч. Мифология и эпос карачаево-балкарского народа. Древние верования балкарцев и карачаевцев. Карачаево-Балкарский героический эпос. Нальчик, 2011.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017