გალერა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:00, 23 თებერვალი 2016-ის ვერსია, შეტანილი Isalbishvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გალერა (იტალ. galera), იალქნიანნიჩბიანი გემი, რომელიც VII–XVIII სს-ში თითქმის ყველა ქვეყნის საზღვაო ფლოტში არსებობდა.
პირველად შეიქმნა ვენეციაში. სიგრძე 40–60 მ, სიგანე 4–7,5 მ, ჩაჯდომა 2 მმდე, ჰქონდა 15 მმდე სიგრძის 16–32 წყვილი ნიჩაბი.
XIV ს-დან გალერაზე იყო ზარბაზნები, ეკიპაჟი 450 კაცამდე (5–9 კაცი ნიჩაბზე). მას კატორღასაც უწოდებდნენ.