ავიაციის ტაქტიკური მოქმედებები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ავიაციის ტაქტიკური მოქმედებები, სამხედრო-საჰაერო ძალების გამოყენება სახმელეთო ან საზღვაო ძალებთან კოორდინირებით. მიზანი: 1. ჰაერში უპირატესობის მიღწევა და შენარჩუნება; 2. საბრძოლო მოქმედებების ზონაში მოწინააღმდეგის ძალების გადაადგილების ბლოკირება, ამ ძალების და მათი მხარდამჭერი ობიექტების აღმოჩენა და განადგურება; 3. სახმელეთო ან საზღვაო ძალებისთვის ხელშეწყობა მათი მიზნების მისაღწევად. ასევე მრავალეროვნული და/ან ერთობლივი ოპერაციების ჩატარება.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017