აეროფოტოგადაღება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:14, 4 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აეროფოტოგადაღება - (აეროფოტოგრაფირება, საჰაერო ფოტოგრაფირება), ადგილმდებარეობისა და ცალკეული ობიექტების ფოტოგრაფირება საფრენი აპარატებიდან. შესრულების დროისა და ხერხის, აეროფოტოაპარატის ოპტიკური ღერძის მდებარეობის, ექსპონირების მეთოდის, ფოტომასალების მიხედვით განასხვავებენ: დღისა და ღამის, დაგეგმილ, პერსპექტიულ და პანორამულ, კადრის და ე.წ. ჭუჭრუტანის, შავ-თეთრ, ფერად და სპექტრზონალურ აეროფოტოგადაღებას. მიღებული მასალა გამოიყენება რუკების შესადგენად და გასაახლებლად, ადგილმდებარეობისა და ობიექტების შესასწავლად, მეცნიერული და ტექნიკური მიზნებისათვის, როგორც საჰაერო დაზვერვის ერთ-ერთი ხერხი. ასევე ჯარების საბრძოლო და სასწავლო-საბრძოლო მოქმედების კონტროლისათვის, ფოტოდოკუმენტების შედგენისთვის, ობიექტების, კოორდინატების განსაზღვრისთვის, მათი ტოპოგეოდეზიური მიბმისათვის და სხვა შემთხვევებში.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები