ავიამზიდების დამრტყმელი ძალები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ავიამზიდების დამრტყმელი ძალები - ავიამზიდების შენაერთების (ჯგუფების), მათში შემავალი ავიამზიდების და დაცვის ხომალდების განზოგადებული სახელწოდება. შეადგენენ საერთო დანიშნულების ძალების სამხედრო-საზღვაო კომპონენტის საფუძველს და აშშ-ის შემტევი ძალების სტრატეგიულ რეზერვს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017