ალებარდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალებარდა (ფრანგული hallebarde), ცივი იარაღი, მოგრძო შუბი მასზე დამაგრებული ნაჯახით. ქვეითი ჯარის შეიარაღებაში იყო XIV–XVI საუკუნეები, შემდეგ გამოიყენებოდა, როგორც საპარადე იარაღი.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017