ანგარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანგარი (ფრანგული hangar) – ნაგებობა, სადგომი (ავიამატარებელ ხომალდზე) თვითმფრინავების, ვერტმფრენების შენახვის, ტექნიკური მომსახურებისა და რემონტისთვის.
არსებობს: ანგარი – საცავი, საფრენი აპარატების შენახვის და ტექნიკური მომსახურებისთვის;
ანგარი – საფარი, ჩვეულებრივი და ბირთვული იარაღისგან დასაცავად;
ანგარი – სარემონტო სახელოსნო სამუშაოების ჩასატარებლად.
ანგარი შეიძლება იყოს სტაციონარული, ასაწყობი, პნევმოკარკასული და დროებითი (როგორც წესი, ხისგან დამზადებული).
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017