ამგალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:26, 25 მარტი 2016-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოდგამი

ამგალი - 1. სამწყსო მეზობლად მდგარი.

2. ქვემო ქართლში დიდი გუთნით ხვნასთან დაკავშირებული კოლექტიური შრომის ფორმა ხვნადღეების განაწილების ნორმირებული, დიფერენცირებული სისტემით. ყოველი წევრის მონაწილეობის ანაზღაურება ხდებოდა ალოებით (1 დღის ხვნა), მისი ამ ამხანაგობაში სახვნელი იარაღით, გამწევი ძალით თუ პირადი შრომით მონაწილეობის შესაბამისად (იხ. მოდგამი). გარდა ამგალისა, აქ დიდი გუთნით ხვნასთან დაკავშირებული კოლექტიური შრომის ამ ფორმის აღსანიშნავად იხმარებოდა ტერმინი მოდგამი. მოდგამი, განსხვავებით ამგალისაგან, გულისხმობდა იმ შემთხვევას, როდესაც სახნავად ერთიანდებოდნენ „ნათესავები, ერთი წყობის და ერთი გვარის ხალხი“.

ლიტერატურა

Геладзе Т. Формы коллективного труда в земледелии Восточной Грузии, 1987. თ.გ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები