ავტოსატრანსპორტო სამსახური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:40, 9 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავტოსატრანსპორტო სამსახური – ზოგიერთი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ზურგის ერთ-ერთი სამსახური. მისი დანიშნულებაა ჯარების გადაყვანა, სამხედრო ტვირთის გადაზიდვა, ავადმყოფებისა და დაჭრილების, აგრეთვე მწყობრიდან გამოსული ტექნიკის ევაკუაცია.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017