ამერიკული ლეგიონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამერიკული ლეგიონი, სხვადასხვა ომების ვეტერანთა ორგანიზაცია აშშ-ში. შექმნეს 1919 წელს I მსოფლიო ომის ამერიკელმა ვეტერანებმა. ითვლის 2,5 მლნ-მდე წევრს, აფინანსებენ მსხვილი მონოპოლიები. დაკანონებულია აშშ-ის კონგრესის მიერ, შტაბ-ბინა ქ. ინდიანაპოლისში (შტატი ინდიანა). გამოდის აშშ-ის კონსტიტუციის დაცვის პროგრამით, თავდაცვის სამინისტროს ეხმარება სამხედრო სამსახურში ახალგაზრდების მიზიდვაში, ეწევა სამხედრო-პატრიოტულ მუშაობას, ზრუნავს ომის ვეტერანთა კეთილდღეობაზე.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.