ანტიდეტონატორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:46, 9 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანტიდეტონატორი (ბერძნული anti – საწინააღმდეგო და ფრანგული detoner – ამფეთქი) – ქიმიური ნაერთი, რომელიც მცირე რაოდენობით 1%-მდე ემატება საავიაციო და საავტომობილო საწვავს მათი ოქტანური რიცხვის ასამაღლებლად. ხელს უწყობს ცილინდრებში მის უდეტონაციო წვას, ყველაზე გავრცელებული ანტიდეტონატორი არის ტეტრაეთილტყვია.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017