ყაყაჩო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:01, 13 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყაყაჩო


ყაყაჩო – (Papaver fugax Poir); ოჯახი: ყაყაჩოსებრნი (Papaveraceae). 15-40 სმ სიმაღლის ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ლეგა, ჯაგრისებურბეწვიანი. წვერზე მოკლე გვერდითი ტოტებით, რომლებზედაც განთავსებულია ყვავილები. ფოთლები ფრთისებურად განკვეთილი კვერცხის ფორმის წვერზე ჯაგრიან სეგმენტებად. ყვავილედი მტევანია. გვირგვინი პატარა ზომისაა, მოყვითალო-მოვარდისფრო. შავი ლაქა არ აქვს. ყვ. ნაყ. VI-VIII. მცენარე იზრდება მშრალ, კლდოვან ადგილებში, ნაზვავებზე. მთის შუა და სუბალპურ სარტყლებში. მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტირიაზე: სოფლების – ომალოსა და ხისოს – მიდამოებში. სპორადულად გავრცელებულია მთელ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები