აქსელბანდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აქსელბანდი (გერმანული achsel – მხარი, band – ზონარი, თასმა), დაწნული ზონარი (მოოქრული, მოვერცხლილი ან მრავალფეროვანი ძაფებისგან დამზადებული) ლითონის ბუნიკებით, რომელიც მიმაგრებულია მარჯვენა სამხრის ქვეშ. იგი გამოიყენება საზეიმო რიტუალებისთვის განკუთვნილ ფორმის ტანსაცმელზე.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.