ბათო-ყაენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:15, 23 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბათო-ყაენი, ბათუ, საინ-ხანი (დ. 1208 - გ. 1255), მონღოლი ყაენი (ხანი), ჯუჩის ძე, ჩინგიზყაენის შვილიშვილი. მამის სიკვდილის შემდეგ (1227) სათავეში ჩაუდგა ჯუჩის ულუსს. 1236 წელს დაიპყრო ყივჩაყთა ქვეყანა, 1237-40 წლებში დაიმორჩილა რუსეთი, ეომა ოსებს და ჩერქეზებს, 1240-42 წლებში ილაშქრა ცენტრალურ ევროპაში (პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, დალმაცია). 1243 წელს ევროპის ლაშქრობიდან უკან გამობრუნებულმა ვოლგაზე, სადაც დაარსდა მისი სატახტო ქალაქი სარაი-ბათუ, ჩამოაყალიბა სახელმწიფო ჯუჩის ულუსი – ოქროს ურდო, გადაჭიმული ირტიშიდან დუნაიმდე. ბათო-ყაენთან ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს, რომელიც ამ დროს მონღოლთა დიდ ყაენს ემორჩილებოდა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები