აღმოჩენისა და გამოვლენის ზღუდე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აღმოჩენისა და გამოვლენის ზღუდე - ოკეანის (ზღვის) ზოლი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება მოწინააღმდეგის სამხედროსაზღვაო ძალების აღმოჩენა. განისაზღვრება მათი შემადგენლობა, მოძრაობის მიმართულება და სვლის სიჩქარე.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.