ომიანობის პერიოდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:02, 12 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ომიანობის პერიოდი - მეომარი მხარეების ომის მდგომარეობაში ფაქტობრივი ყოფნის პერიოდი. ომიანობის პერიოდის დასაწყისად ითვლება ერთი მეომარი მხარის მიერ მეორე მხარისათვის ომის გამოცხადება ან მათ შორის საომარი მოქმედებების ფაქტობრივი დაწყება. მეომარ მხარეებს შორის საომარი მოქმედებების ფაქტობრივი შეწყვეტა ან შესაბამისი შეთანხმებების ხელმოწერა ომიანობის პერიოდის დამთავრებას ნიშნავს. ომიანობის პერიოდს მოსდევს საერთაშორისო-სამართლებრივი და შიდასახელმწიფოებრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და იურდიული შედეგები - დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა ხელშეკრულებების მოქმედების შეწყვეტა და სხვა.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები