რიფკვანძი
რიფკვანძი
ეს კვანძი დღემდე გამოიყენება დიდ იალქნებზე რიფების* ასაღებად. რიფკვანძი არის ყულფიანი სწორი კვანძი. მის შესაკრავად გვარლის წინმავალი ნაწილი მარყუჟში ორად მოკეცილი უნდა გაეყაროს. ეს კვანძი გამოიყენება გემბანზე მოთავსებული ნავების, კომპასების ან სხვა საგნების შალითების შესაკრავად. ყოფაცხოვრებაში იყენებენ შეფუთვისას, ფეხსაცმლის ზონრის შესაკრავად და სხვა. საჭიროებისას ეს კვანძი ადვილად იხსნება.
*რიფი [ჰოლანდიურიდან რიფ] - შესაკრავების განივი რიგი, რომლებითაც შეიძლება იალქნის ფართობის შემცირება მისი ქვედა ნა-წილის ამოკეცვითა და შეკვრით. “რიფების აღება” _ იალქნის ფართობის შემცირება (ძლიერი ქარის დროს).
წყარო
ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო კვანძები/რედ. ალ.ჯავახიშვილი. - მე-3 შესწორებული გამოცემა - [თბ.]: ალავერდი, 2015. – 56 გვ: ნახ.; ISBN 978-9941-0-8081-4
