ბრანდერი
ბრანდერი - (გერმანული - brander), ცეცხლწამკიდი ან ფეთქებადი ნივთიერებებით დატვირთული გემი, რომლის დანიშნულება იყო ცეცხლის წაკიდება მტრის ხომალდებისათვის. სამიზნეს ბრანდერი უახლოვდებოდა ქარის ან წყლის დინების ძალით. XIX–XX საუკუნეების დასაწყისში ბრანდერს უწოდებდნენ ძველ გემებს, რომლებსაც ძირავდნენ მოწინააღმდეგის ნავსადგურის შესასვლელში მისი ჩახერგვის მიზნით. ბრესტის ზავი 1918, სამშვიდობო ხელშეკრულება, ერთი მხრით, რუსეთსა და მეორე მხრით, გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის. ხელი მოაწერეს 1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში (ახლანდელი ბრესტი). რატიფიცირებულ იქნა სრულიად რუსეთის საბჭოების საგანგებო IV ყრილობის მიერ 15 მარტს; გერმანიის რაიხსტაგმა მოიწონა 22 მარტს და რატიფიცირებულ იქნა გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ IIის მიერ 26 მარტს. გერმანიაში დაწყებულმა 1918 წლის ნოემბრის რევოლუციამ დაამხო იმპერატორ ვილჰელმ II-ის ხელისუფლება და საბჭოთა მთავრობამ 1918 წლის 13 ნოემბერს გააუქმა ბრესტის ზავი.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.