ბუმერანგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:22, 27 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბუმერანგი - (ინგლისური - boomerang), ხელის სატყორცნი იარაღი უმეტესად ნამგლის ფორმის. ზოგიერთი სახის ბუმერანგი ფრენის დროს აღწერს შეკრულ მრუდს და უბრუნდება მტყორცნელს.
ბუმერანგი გავრცელებული იყო ძველ ეგვიპტეში, ინდოეთში, მექსიკასა და სხვა ქვეყნებში.
სამონადირეო და სპორტული იარაღის სახით ბუმერანგი შენარჩუნებული აქვთ ზოგიერთი ქვეყნის ხალხს დღემდე.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017. კატეგორია:სამონადირეო იარაღები]]