კონტროლირებული ომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:13, 11 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კონტროლირებული ომი
1. საზღვარგარეთის ქვეყნების, უპირატესად აშშ-ის, სამხედრო თეორიებში - ომის წარმოების გეგმა, რომლის დროსაც ძალების და საშუალებების გადამწყვეტი უპირატესობის საფუძველზე გამორიცხულია საომარი მოქმედების არასასურველი ესკალაცია, მინიმალური საკუთარი დანაკარგებით შენარჩუნებულია ნებისმიერი მტრული აქტების დროული და ეფექტიანი ჩახშობის გარანტირებული შესაძლებლობა;
2. ისეთი ომის პირობითი სახელწოდება, რომელშიც იცავენ ომის კანონებს და წესებს, საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.