ამბრი-არაბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:09, 30 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ამბრი-არაბი – ქართული ხალხური ეპოსის „ამირანიანის“ პერსონაჟი, საარაკო ძალის პატრონი, რომელიც მკვდარიც კი ამარცხებს ამირანს, რის გამოც მას სასოწარკვეთილება მოიცავს. ამ დამარცხებით სასოწარკვეთილ ამირანს მისი ნათლია (იესო ქრისტე, წმიდა გიორგი) უმატებს ძალას, თუმცა იცის, რომ ამირანი ამ ძალას სასიკეთოდ არ გამოიყენებს.