შლუპკვანძი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:20, 6 აპრილი 2016-ის ვერსია, შეტანილი Isalbishvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შლუპკვანძი
შლუპკვანძი

შლუპკვანძი

ამ კვანძის შესაკრავად გვარლის წინმავალ ნაწილს ჯერ ნავის რგოლსარჭში გაატარებენ, ხოლო შემდეგ პირველი ბანკას* ქვეშ. ამის შემდეგ შეიკვრება კვანძი მეორე ბანკაზე ისე, როგორც ნახაზზეა ნაჩვენები.

ეს კვანძი გამოიყენება შლუპის* (ნავის) ბუქსირებისთვის, როდესაც მასზე ხალხი იმყოფება. ამ კვანძის გასახსნელად საკმარისია ძლიერად გამოვწიოთ წინმავალი ნაწილი. ცხადია, ეს კვანძი მხოლოდ იმ ნავებისთვის გამოდგება, რომლებსაც აქვთ ბანკა.

*ბანკა [ჰოლანდიურიდან ბანკ] - სკამი ნიჩბოსანთათვის, მცირე ზომის უგემბანო ხომალდებზე (ნავებზე).


წყარო

ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო კვანძები/რედ. ალ.ჯავახიშვილი. - მე-3 შესწორებული გამოცემა - [თბ.]: ალავერდი, 2015. – 56 გვ: ნახ.; ISBN 978-9941-0-8081-4

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები