განიღბვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:52, 1 ნოემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
განიღბვა - (ფრანგული demasquer - გამომჟღავნება), შენიღბვის დარღვევა, რომელიც მოწინააღმდეგეს საშუალებას აძლევს განიღბვის ნიშნების ანალიზით გამოავლინოს ჯარების (ძალების) არსებობა, მათი დაჯგუფება, საბრძოლო მოქმედებისთვის მზადება, ცეცხლის სისტემა, ადგილმდებარეობის საინჟინრო მოწყობის ხასიათი და ა.შ.
განიღბვის ნიშნებს შეიარაღებული ძალების ყოველ სახეობასა და ჯარების თითოეულ გვარეობაში აქვთ დამახასიათებელი თავისებურებები.
განიღბვის ძირითადი ნიშნებია:
- შეიარაღების, საბრძოლო ტექნიკისა და ტრანსპორტის ხასიათი და რაოდენობა;
- ჯარების განლაგების რაიონების და პოზიციების რაოდენობა, სიდიდე და მდებარეობა ადგილზე, მათი დაშორება მოწინააღმდეგისა და ერთმანეთისგან;
- კოლონების სიგრძე და შემადგენლობა, მათი გადაადგილების მიმართულება;
- დაზვერვის და ცეცხლის წარმოების რეჟიმი;
- რადიოელექტრონული საშუალებების მდებარეობა, მუშაობის ხასიათი და ინტენსივობა;
- ჩასასვლელების, ახალი გზების, ბილიკების გაჩენა;
- სამზარეულოების, კოცონების, ღუმლების კვამლი, ფარების, ფარნების შუქი;
- სხვადასხვაგვარი ხმაური გადაადგილების და სამუშაოების შესრულების დროს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.