გამალებული შეიარაღება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:35, 29 ნოემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გამალებული შეიარაღება - იარაღის და ტექნიკის დაჩქარებული შექმნის, წარმოებისა და დაგროვების თვისებრივი სრულყოფის პროცესი. ხორციელდება, ეკონომიკის, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროების მილიტარიზაციის ბაზაზე. ომის შემდგომ პერიოდში გამალებული შეიარაღების ძირითად მიმართულებებს წარმოადგენდა: სტრატეგიული და ოპერატიულ-ტაქტიკური ბირთვული იარაღის არსებული სახეობების განუწყვეტელი სრულყოფის გზით ახალი ნიმუშების შექმნა, გამოცდა და დანერგვა; იარაღის ახალი კლასის თავდაცვითი, დამრტყმელი და უზრუნველმყოფი კოსმოსური ბაზირების საშუალებების შემუშავება; ისეთი მასობრივი დაზიანების იარაღის შექმნა, რომელიც ეფუძნება სხვაგვარ (გამოყენებულთან შედარებით) ფიზიკურ პრინციპებსა და თვისებებს (ლაზერული, ნეიტრონული, კონური, გეოფიზიკური და სხვა); მაღალი სიზუსტის იარაღის სხვადასხვა სისტემების შემუშავება და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები