ერწუხის ბრძოლა 1104
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:37, 11 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ერწუხის ბრძოლა 1104 - დავით აღმაშენებლის მიერ კახეთ-ჰერეთის სამეფოს დაკავების შემდეგ (1104), რომელიც სელჩუკთა სულთნის ვასალური სამფლობელო იყო, სელჩუკები შეეცადნენ დაკარგული პოზიციების დაბრუნებას. განჯის ამირა დიდი ლაშქრით შეიჭრა ჰერეთში, მაგრამ დავით აღმაშენებელმა ერწუხთან (ახლანდელ საინგილოში) გზა გადაუღობა მტერს და სასტიკად დაამარცხა.
ერწუხის ბრძოლის შემდეგ კახეთ-ჰერეთი საბოლოოდ შევიდა გაერთიანებული საქართველოს სამეფოში, რამაც საქართველო ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით საგრძნობლად გააძლიერა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.