ვაზნა
ვაზნა - ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალა, რომელშიც ტყვია (ჭურვი), აალების საშუალება და სასროლი მუხტი მასრაში ერთადაა მოთავსებული. ასეთ ვ-ს ხანდახან ეძახიან უნიტარულს. შესაძლებელია უმასრო ვ-ის გამოყენებაც, რომელსაც აქვს საკმაოდ მყარი და თერმომედეგი სატყორცნი მუხტი. განასხვავებენ სასროლი იარაღის და საარტილერიო ვ-ებს, რომლებსაც შეიძლება მივაკუთვნოთ მცირეკალიბრიანი (20_57მმ) უნიტარული დატენვის საარტილერიო გასროლა. ცეცხლსასროლი იარაღის ვ. არის პისტოლეტის (პისტოლეტებისთვის და პისტოლეტტყვიამფრქვევისთვის), რევოლვერის, შაშხანის (შაშხანებისთვის, კარაბინებისთვის, ხელის და დაზგის ტყვიამფრქვევებისთვის) და ავტომატის (ავტომატებისთვის, საიერიშო შაშხანების- თვის, კარაბინებისთვის და ხელის ტყვიამფრქვევებისთვის). ვ-ების ცალკე ნაირსახეობას შეიძლება მივაკუთვნოთ სანათი, სანათი-სასიგნალო და სასიგნალო, ასევე სპორტული და სანადირო იარაღის ვ-ები. ვ. გაჩნდა XVII საუკუნეში. პირველი უნიტარული ვ-ები ქაღალდის მასრებით ნემსიანი თოფისთვის გამოჩნდა 1840 წელს პრუსიაში, ფოლადის ვ-ებით კი XIX საუკუნის 60-იან წლებში აშშ-ში. საარტილერიო ვ-ების მასობრივი გავრცელება XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017