ვაშინგტონი ჯორჯ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:38, 13 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვაშინგტონი ჯორჯ - (Washington 1732-99), აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, 1775 წლის ივნისიდან კოლონისტების არმიის მთავარსარდალი ჩრდილოეთ ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ომში ინგლისის წინააღმდეგ, რომლის მსვლელობაში გამოცხადდა აშშ-ის დამოუკიდებლობა (დამოუკიდებლობისათვის ომი ჩრდილოეთ ამერიკაში 1775-83).
1787 წელს ვაშინგტონის თავმჯდომარეობით შეიმუშავეს აშშ-ის კონსტიტუცია, რომელიც ზოგიერთი ცვლილებებით დღესაც ძალაშია.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017