გამაგრებული რაიონების ჯარები
გამაგრებული რაიონების ჯარები - სამხედრო ფორმირებები, რომელთა დანიშნულებაა, დამოუკიდებლად და სხვა ჯარებთან ურთიერთქმედებით სახელმწიფო საზღვრის იმ ცალკეული დიდმნიშვნელოვანი მონაკვეთების ხანგრძლივი და შეუპოვარი დაცვა, რომლებიც მომზადებულია როგორც გამაგრებული რაიონები.
გამაგრებული რაიონების ჯარების შემადგენლობაში, ჩვეულებრივ, შედის სატყვიამფრქვევო-საარტილერიო (საარტილერიო-სატყვიამფრქვევო), სატანკო, მესანგრეთა, კავშირგაბმულობისა და სხვა შენაერთები, ნაწილები და ქვედანაყოფები. გამაგრებული რაიონების ჯარები საარტილერიო, სატანკო, ტანკსაწინააღმდეგო და სატყვიამფრქვევო შეიარაღება გამოიყენება ხანგამძლე საცეცხლე ნაგებობებში და ამ ნაგებობების ფარგლებს გარეთ.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.