განაწილების ადგილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
განაწილების ადგილი – ადგილი, სადაც დაქვემდებარებულ ფორმირებებში დივიზიის ან სხვა შენაერთის (ნაწილის) უზრუნველყოფის ორგანოდან მიღებული მომარაგების საშუალებების, ან/და აღჭურვილობის განაწილება ხორციელდება. განაწილების ადგილები, როგორც წესი, მოკლებულია სასაწყობო ნაგებობებს, რათა მოხდეს მატერიალური საშუალებების მაქსიმალურად სწრაფი განაწილება.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.