დიდი და განსაკუთრებული სიმძლავრის არტილერია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დიდი და განსაკუთრებული სიმძლავრის არტილერია - სახმელეთო არტილერია, რომელიც განკუთვნილია მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში განსაკუთრებით მტკიცე ნაგებობების ნგრევისა და დიდმნიშვნელოვანი ობიექტების განადგურებისთვის (დაზიანებისთვის).
მათ რიცხვს, ჩვეულებრივ, განეკუთვნება 175-240 მმ კალიბრის ზარბაზნები, ჰაუბიცები, ნაღმსატყორცნები.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017