საავიაციო რუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:32, 7 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საავიაციო რუკა – სპეციალური რუკები, რომლებიც განკუთვნილია ფრენის დაგეგმვისთვის, ფრენისწინა მომზადებისა და თვითმფრინავის მართვისათვის, საჰაერო ოპერაციების გეგმების შემუშავებისათვის. იქმნება უნივერსალური სწორკუთხა კარტოგრაფიული პროექციის მასშტაბით 1:500000, 1:1000000, 1:2000000, 1:8000000, 1:32000000. 1:8000000 (ჩათვლით)-მდე. 1:8000000-ის ჩათვლით მასშტაბის რუკები იქმნება დედამიწის მთელ ზედაპირზე სამ ბლოკად: ძირითადი (ჩრდილოეთის განედის 72 გრადუსიდან სამხრეთის განედის 72 გრადუსამდე) და ორი პოლარული (არქტიკა და ანტარქტიდა); 1:32000000 მასშტაბისა – ცალკე ფურცლებად კონტინენტებსა და პოლარულ არეებზე. რუკების ფურცლებს აქვთ სწორკუთხა ჩარჩოები, შინაარსით შეთანხმებულია ტოპოგრაფიულ-საზღვაო და მიმოხილვით – გეოგრაფიულ რუკებთან. მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით და დაწვრილებით ასახავენ ვიზუალურ და რადიოლოკაციურ ორიენტირებსა და დაბრკოლებებს. გამოდის ძირითადი და საბლანკო ვარიანტებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები