საიმიტაციო საშუალებები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საიმიტაციო საშუალებები – შეიარღებისა და სამხედრო ტექნიკის გამნიღმბავი ნიშნების ამსახველი საშუალებები. ჩვეულებრივ ასახავენ სხვადასხვა დანიშნულების დაზიანების საშუალებების (ცეცხლსასროლი იარაღის სროლის, აფეთქების, მათ შორის ბირთვულის) მოქმედებას, სამხედრო ტექნიკისთვის დამახასიათებელ ხმაურს; ტექნიკის და ხელსაწყოების გამოსხივებას; ტექნიკის გარე იერსახეს. შესაბამისად საიმიტაციო საშუალებებად ითვლება პიროტექნიკა, ოპტიკურ–ელექტრონული და რადიაციული მოწყობილობები, სამხედრო ტექნიკის მაკეტები და სხვა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017