სალაშქრო დაცვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სალაშქრო დაცვა – სალაშქრო დაცვა სახმელეთო ჯარებში ხორციელდება ფრონტიდან ავანგარდებით და სათაო სალაშქრო საგუშაგოებით, საფრთხის შემცველი ფლანგიდან – გვერდითი სალაშქრო საგუშაგოებით და უძრავი გვერდითი საგუშაგოებით, ზურგიდან – ზურგის სალაშქრო საგუშაოებით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017