ევროპის ომის თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევროპის ომის თეატრი - ნატოს დებულების მიხედვით, ომის თეატრი, რომელიც მოიცავს ევროპის ტერიტორიას ჩრდილოეთ ნორვეგიის ნორდკაპის კონცხიდან ჩრდილოეთ აფრიკის სანაპირომდე და ატლანტის ოკეანიდან (ესპანეთის და პორტუგალიის ტერიტორიის გამოკლებით) აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების დასავლეთ საზღვრამდე. ევროპის ომის თეატრი აერთიანებს ნატოს ჩრდილო-დასავლეთ ევროპის საომარი მოქმედების თეატრს, ცენტრალური და სამხრეთ ევროპის საომარი მოქმედების თეატრებს.

ევროპის ომის თეატრი, ნატოს სარდლობის შეხედულებებით, არის შესაძლო საომარი მოქმედების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ზონა, რომლის საზღვრები ომის შემთხვევაში შეიძლება გაფართოვდეს. ევროპის ომის თეატრში შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობისათვის შექმნილია ნატოს სტრატეგიული უმაღლესი სარდლობა ევროპაში (შტაბი ქ. კასტრო, ბელგია).

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები