ავიაციის გადაფრენის ზოლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:00, 23 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავიაციის გადაფრენის ზოლი - საჰაერო სივრცე, რომელიც საავიაციო შენაერთებსა და ნაწილებს განესაზღვრებათ მათ მიერ ფრონტის ხაზის გადაფრენისას. დგინდება, ჩვეულებრივ, ბაზირების აეროდრომიდან მიზნამდე (დესანტირების რაიონამდე) უმოკლესი მანძილის მიხედვით, შეძლებისდაგვარად იმ რაიონების გვერდის ავლით, რომლებიც მჭიდროდ არის დაფარული მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის საშუალებებით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017