რუსეთ-ირანის ომი 1804-13
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:03, 12 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რუსეთ-ირანის ომი 1804-13 - ომი დაიწყო ირანმა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უპასუხოდ დატოვა მისი ულტიმატუმი მიერკავკასიიდან ჯარების გაყვანის შესახებ. რუსეთის ჯარებმა რამდენიმე გამარჯვება მოიპოვეს მოწინააღმდეგეზე და აზერბაიჯანის სახანოების ნაწილი დაიკავეს.
1813 წელს, გულისტანის საზავო ხელშეკრულებით, ირანი იძულებული გახდა ეცნო საქართველოს, ჩრდილოეთ აზერბაიჯანისა და დაღესტნის (ეს უკანასკნელი იმ დროს, ფაქტობრივად, დამოუკიდებელი იყო) რუსეთთან შეერთება.
წყარო
- ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.