საფრანგეთის კამპანია 1940
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:51, 13 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საფრანგეთის კამპანია 1940 - გერმანიის ჯარების შეტევითი მოქმედებები საფრანგეთში II მსოფლიო ომის დროს, 1940 წლის 10 მაისი – 24 ივნისი.
მაისში გერმანიის ჯარები, ბელგიისა და ლუქსემბურგის ტერიტორიების გავლით, ლა-მანშის ნაპირებზე გაიჭრნენ და დიუნკერკის რაიონში (დიუნკერკის ოპერაცია 1940) ალყაში მოაქციეს ინგლის-საფრანგეთ-ბელგიის ჯარები. 1940 წლის ივნისში გერმანელებმა დაიწყეს შეტევა სამხრეთისაკენ და გაანადგურეს საფრანგეთის არმია.
22–24 ივნისს საფრანგეთმა ხელი მოაწერა კაპიტულაციას გერმანიასა და იტალიასთან.
წყარო
- ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.