საბაზო ბანაკის დახურვის სტანდარტები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საბაზო ბანაკის დახურვის სტანდარტები – განსაკუთრებული კრიტერიუმები, გარემოს დაცვის პირობების ჩათვლით, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საბაზო ბანაკის დახურვისათვის მზადება და დახურვა. ეს სტანდარტული კრიტერიუმებია: განსაკუთრებით მავნე ნარჩენი ნივთიერებების დადგენა, ადგილის საერთო შეფასება, საწვავ-საპოხი მასალებით დაბინძურებული რაიონების განსაზღვრა, გარემოს მდგომარეობის შესახებ მოხსენების შედგენა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017