საბრძოლო და ოპერატიული მომზადების მეთოდიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:47, 11 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო და ოპერატიული მომზადების მეთოდიკა – საბრძოლო და ოპერატიულ მომზადებაში გამოყენებული სამხედრო სწავლების, ქვედანაყოფების, ნაწილების (შენაერთების) და ჯარების (ძალების) მართვის ორგანოების შერწყმის საშუალებების, ხერხების და ფორმების ერთობლიობა. საბრძოლო და ოპერატიული მომზადების მეთოდიკის ძირითადი შინაარსია: პედაგოგიური მეცნიერების და სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის უახლესი მიღწევების გამოყენებით სწავლების მეთოდების და ფორმების დამუშავება; მოსამზადებელი კონტინგენტის აქტივაციის და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ინტენსიფიკაციის ხერხების მოძიება; მებრძოლების სწავლების და აღზრდის შეხამებითვის ოპტიმალური მეთოდების დამუშავება; სასწავლო-მატერიალური ბაზის გამოყენების ეფექტური ხერხების განსაზღვრა; ცოდნის და უნარ-ჩვევების შეფასების და კონტროლის სისტემის გამომუშავება; მეთაურების (უფროსების), სასწავლო ნაწილების, სამხედრო სკოლების, სასწავლებლების და აკადემიების პედაგოგების მეთოდური ოსტატობის ამაღლებისთვის ახალი ფორმების მოძიება და არსებულის სრულყოფა; დადებითი გამოცდილების გავრცელება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები