გამანადგურებელი საბრძოლო თვითმფრინავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:56, 30 ნოემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გამანადგურებელი საბრძოლო თვითმფრინავი – მის უმთავრეს დანიშნულებას წარმოადგენს მოწინააღმდეგის საფრენი აპარატების განადგურება ჰაერში. იგი აგრეთვე გამოიყენება სახმელეთო და საზღვაო სამიზნეების (ობიექტების) გასანადგურებლად და საჰაერო დაზვერვის საწარმოებლად. თანამედროვე გამანადგურებელი რეაქტიული ზებგერითი თვითმფრინავია, რომლის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ამინდში, აღჭურვილია სარაკეტო, ბომბდამშენი და საარტილერიო შეიარაღებით, რადიოელექტრონული და სხვა კომპლექსებით. გამანადგურებლის სპეციალიზებული სახეობებია გამანადგურებელ-ბომბდამშენი და გამანადგურებელ-გადამჭერი (დამჭერი).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები