საველე მართვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საველე მართვაომის დროს ოპერატიული (ოპერატიულ-სტრატეგიული) გაერთიანების მართვის ორგანოების სისტემა. წარსული ომების გამოცდილებით, გაერთიანების (დაჯგუფების, არმიის) საველე მართვა, ჩვეულებრივ, მოიცავდა სარდლობას, შტაბს (საველე შტაბს), ჯარების გვარეობების ლოგისტიკის, სპეციალური ჯარების და სამსახურების უფროსებს (მეთაურებს) შესაბამისი შტაბებით (სამმართველოებით, განყოფილებებით) და ზოგიერთ სხვა ორგანოს (კადრების სამმართველო, საფინანსო ორგანო). ოპერაციების (საბრძოლო მოქმედებების) მომზადების და მსვლელობის დროს განლაგდება შესაბამის მართვის პუნქტებში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები