საზეიმო მარში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საზეიმო მარში – 1. სამხედრო ნაწილების (ქვედანაყოფების) სამწყობრო გავლა მუსიკის თანხლებით აღლუმზე, სამწყობრო დათვალიერებაზე და მხედრული რიტუალის ჩატარების დროს. საზეიმო მარში ქვეითთა მწყობრში სრულდება სამწყობრო ნაბიჯით, ხოლო მანქანებზე – შეზღუდული სიჩქარით.
2. ჰეროიკული, საზეიმო ხასიათის მუსიკალური ნაწარმოები; მუსიკალური ჟანრი.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017