საორიენტაციო-სასიგნალო საავიაციო ბომბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:17, 15 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საორიენტაციო-სასიგნალო საავიაციო ბომბი - აღჭურვილია პიროტექნიკური შემადგენლობებით, რომლებიც წვის დროს წარმოშობენ კვამლის ღრუბელს (დღისით) ან სხვადასხვა ფერის ალს (ღამით). ზღვაზე მოქმედებისათვის აღჭურვილია მანათობელი სითხით, რომელიც ბომბის ამოქმედებისას წყლის ზედაპირს განეფინება აფსკის სახით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017