დაზვერვის მზირნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:07, 13 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დაზვერვის მზირნი
1. სახმელეთო ჯარების საჯარისო დაზვერვის ან სალაშქრო დაცვის რაზმი. გზავნიან ქვედანაყოფები და ნაწილები, რომლებიც მარშს ასრულებენ ან საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებენ - მოწინააღმდეგის, ადგილმდებარეობის, რადიაციული და ქიმიური ვითარების შესახებ მონაცემების მოპოვების, ან მოწინააღმდეგის გამოჩენის (თავდასხმის) შემთხვევაში დასაცავი ჯარების გაფრთხილების მიზნით. მზირთა შემადგენლობა, ჩვეულებრივ, ოცეულამდეა.
2. ხომალდი ან საფრენი აპარატი, რომელიც დაზვერვის ჩასატარებლად გამოიყენება.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.